20 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
საქალაქო სასამართლოსთან „ქართუ ბანკის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების აქცია გაიმართა

საქალაქო სასამართლოსთან „ქართუ ბანკის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მათ კუთვნილი სახლები წაართვა და მიისაკუთრა.

დაზარალებულები ალა კახნიაურს და მის მეუღლეს ადანაშაულებენ და მოითხოვენ, სასამართლოს სწორად წარმართვას და ქონების დაბრუნებას.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოწადინებულია იმაზე, რომ ახლა ვითომ კიდევ პოლიტიკაში ბრუნდება და თურმე, ამ ქვეყანას უნდა უშველოს და მეორედ მოსვლაა, პირველ რიგში, უნდა შეხედოს, თუ რას აკეთებენ მისი ხელქვეითები, თუ რას აკეთებს მისი ადვოკატი, მისი ადვოკატის ოჯახის წევრები და როგორ აზარალებს ამ ხალხს. მიმდინარეობს გამოძიება, სადაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს აარიდონ პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ.

დღის ამბები