19 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიაში 18 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიაში 18 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. მაღალი გამავლობის ტექნიკა უკვე მობილიზებულია და მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდება.

სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და გურიის მხარის გუბერნატორმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს.

„შარშანდელთან შედარებით გაცილებით მობილიზებულები ვხვდებით წელს მავნებელთან ბრძოლას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში წელს იმუშავებს 18 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

დღის ამბები