24 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
ატლანტიკური საბჭო ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე და ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს

ამ წუთებში ნატო-ს შტაბბინაში ატლანტიკური საბჭო ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე და ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს. საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილი თვლის, რომ საქართველო ნატო-ში რაც შეიძლება მალე უნდა გაწევრიანდეს და მიიღოს ე.წ. სამოქმედო გეგმა თუმცა, მინისტრები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ალიანსის შიგნით პოლიტიკური კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არის.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა უმაღლეს ფორმატში გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარე ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მეთაურს შეხვდება.

„რაც შეეხება წევრობას, ჯერ გრძელი გზაა გასავლელი. მაგრამ არსებობს ძლიერი პოლიტიკური კონსესუსი რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და მისი მისწრაფებები და მოსალოდნელი გაწევრიანება ნატო-ს სამიტების წინა კომუნიკეებშია ნახსენები. ასე, რომ ამ გადაწყვეტილებებიდან ნაბიჯს უკან არავინ გადადგამს,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა.

მინისტერიალს ასევე, ესწრება მონტენეგროს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მონტენეგრო გახდა ალიანსის 29-ე წევრი. უწყების ხელმძღვანელს უჭირს კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა საქართველოსთვის, როგორ გახდეს ალიანსის წევრი.

„რეკომენდაციის და ზუსტი რჩევის გაზიარება, თუ როგორ უნდა გახდეთ ნატოს წევრები, ადვილი არ არის, რადგან ყველა ქვეყანას თავსი პოლიტიკური ლანდშაფტი, განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და უსაფრთხოების წყარო აქვს. მნიშვნელობა აქვს სამეზობლოსაც. მაგრამ მოთმინებას საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი ფასი აქვს. მონტენეგროს დიდი ხანი დასჭირდა დამოუკიდებლობის აღსადგენად და საბოლოოდ ეს მიიღო ხმებით და არა კონფლიქტით. ამიტომ საქართველოს წარმატებით ჩვენც მოვიგებთ. მონტენეგრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ისევე როგორც სხვა წევრი ქვეყნები,“ - განაცხადა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.

სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ასევე, გეგმავს ბრიფინგის გამართვას.

დღის ამბები