19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
ვანი-ხონის 54-ე მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ, ვანისა და ხონის, 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები 60 სააჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რეგისტრირებულია 6 კანიდიდატი. საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნება. ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ. 

28 აპრილის არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 19 მედიასაშუალების 504 მედია წარმომადგენელი,"-განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები