20 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
ბაქოს Trump Tower-ში ხანძარი ლოკალიზებულია

ბაქოს Trump Tower-ში ხანძარი ლოკალიზებულია. ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხანძარი Trump Tower-საზერბაიჯანის დედაქალაქში გაუჩნდა.

თავდაპირველად ცეცხლი ბაქოს ერთ-ერთი უმაღლესი შენობის ბოლო სართულს მოედო, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა და ერთდროულად რამდენიმე სართულის ფართობი მოიცვა.

ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო ბრიგადა, იქ იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელიც.

ხანძარი 130 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენში ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 33-სართულიანი Trump Tower-ისმშენებლობა ბაქოში 2008-დან 2015 წლამდე მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები