19 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
"მტრისადმი გულჩვილი გრძნობებით აღსავსე პრემიერი საქართველოს არ უნდა მართავდეს" - ნიკა რურუა

"მტრისადმი ამგვარი გულჩვილი გრძნობებით აღსავსე პრემიერი საქართველოს არ უნდა მართავდეს,“ - ეს შეფასება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა რურუამ, ლუკაშენკოს განცხადების შემდეგ გააკეთა, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა.

რურუამ საქართველოს მთავრობის მეთაურის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

„ცოტა მეცოდება ადამიანი, საქართველოს პრემიერმინისტრს ვგულისხმობ, ვისაც მტრის მიმართ ასეთი სენტიმენტები აქვს. კიდევ უფრო მეცოდება ჩემი ქვეყანა, რომელსაც ძალიან უჭირს და სჭირდება არა მტრის შეცოდება და უადგილო სენტიმენტალიზმი ოკუპანტის მიმართ, არამედ თავდაცვა. ჩემი აზრით, მტრისადმი ამგვარი გულჩვილი გრძნობებით აღსავსე პრემიერი საქართველოს არ უნდა მართავდეს. ლუკაშენკოს ახალი არაფერი უთქვამს იმისგან განსხვავებით, რაც არ ვიცოდით, მაგრამ ძალიან სამარცხვინოა, რომ ეს ამ დონეზეც გვესმის,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები