19 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
პოზიციის ცვლილება სამ საათში - ლუკაშენკოს განცხადებას პრემიერი მეორედ გამოეხმაურა

პრემიერი კვირიკაშვილი ბოლო სამ საათში ბელარუსის პრეზიდენტის სკანდალურ გამოსვლას უკვე მეორე განცხადებით პასუხობს. განახლებულ ვარიანტში არჩილ ტატუნაშვილის გვარია ჩამატებული.

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ტექსტი გაავრცელა, სადაც განმარტა, თუ რა ვითარებაში ისაუბრეს რუსეთზე ალექსანდრე ლუკაშენკომ და გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ადმინისტრაციის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს.

„პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის პარალმენტში ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერი ცრემლებამდე მივიდა და ასე ელაპარაკებოდა რუსეთთან ურთიერთობაზე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები