24 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
მშვიდ გარემოში და ამავდროულად, ტოტალური გაყალბებით მიმდინარეობს - ოპოზიცია ვანსა და ხონში მიმდინარე არჩევნებზე

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებები მმართველი პარტიის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანებულ ბრალდებებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები უარყოფენ.

პარტია ახალი ქრისტიან-დემოკრატების წევრი, მამუკა ტუსკაძე, აცხადებს, რომ არჩევნები ყალბდება.

„მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამავდროულად, ტოტალური გაყალბებით მიმდინარეობს... პირველ მაისს არის უწყებათაშორისო სხდომა, სადაც მე პირადად ხმამაღლა ვილაპარაკებ ამ ყველაფერზე,“ - აცხადებს რუსკაძე.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, აღნიშნავს, რომ მთელი გამგეობა ჩართულია არჩევნების პროცესში.

„აქ იყო ძალადობის მცდელობები, მაგალითად, გინება მათი წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ შეცვლის ხალხის განწყობას, თუ ყველა მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის პოზიციას. ძალადობის ინცინდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჩივარი დავწერეთ და ჩვენ გვაქვს სრული მობილიზება, რომ არ მოხდეს არაფერი, აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩატარდეს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი,კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, გივი ჭიჭინაძე საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს.

დღის ამბები