20 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
სომხეთის მმართველი გუნდი პრემიერმინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს

სომხეთის ოპოზიციის მომხრეები ქალაქ ვანაძორში მასშტაბურ მიტინგზე იკრიბებიან. ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქისკენ დღეს საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად ავტოკოლონით დაიძრა.

მიტინგი ვანაძორის ცენტრში ამ წუთებში იწყება. იქ ჩასვლამდე ნიკოლ პაშინიანი მშობლიურ ქალაქ იჯევანში შეჩერდა და ათასობით მხარდამჭერს სიტყვითაც მიმართა.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, სომხეთში კლანური მმართველობის ეტაპი დასრულდა.

პაშინიანმა ფრაქცია რესპუბლიკური პარტიის ყველა დეპუტატთან ერთდროული შეხვედრისა და მოლაპარაკების მზადყოფნაც გამოთქვა.

გავრცელებული ცნობით, სომხეთის მმართველი გუნდი პრემიერმინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას 30 აპრილს დაასახელებს.

დღის ამბები