19 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
ლისის ტბაზე სპორტული ფესტივალი თბი-ლისი გაიხსნა

ლისის ტბაზე სპორტული ფესტივალი თბი-ლისი გაიხსნა. სპორტული ნაწილის გარდა, ღონისძიება სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს.

ფესტივალი ყოველკვირეულად, თვის ბოლო შაბათს გაიმართება და ექვსი თვე გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი წამოვიწყეთ სახელწოდებით თბი-ლისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა არის გამოსული... მინდა, მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ იცოდნენ, ყოველ შაბათს თბილისში არის კონკრეტული ადგილი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სასიამოვნო ღონისძიებები იმართება,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები