25 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
რუსი სამხედროები მთხოვდნენ, დამეჩოქა და მეთქვა, რომ პატრიოტი არ ვიყავი - უკრაინელი გმირის ისტორია „შაბათის კურიერში“

„რუსი სამხედროები მთხოვდნენ, დამეჩოქა და მეთქვა, რომ პატრიოტი არ ვიყავი“ - უკრაინელი გმირი, ვლადიმერ ჟემჩუგოვი, აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი თვალით ნანახ რუსულ აგრესიას შაბათის კურიერში იხსენებს. ამპუტირებული კიდურები და სახეზე ნაიარევები - რუსული აგრესიის კვალია.

ჟემჩუგოვი, რომელიც ათი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, ყვება, როგორ აღმოჩნდა სეპარატისტების ტყვეობაში და როგორ ცდილობდნენ, მებრძოლი ფსიქოლოგიურად გაეტეხათ.

2014 წელს უკრაინაში დედის სანახავად ჩავიდა, იქ ჩასულს კი ლუგანსკის ოლქი რუსი სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დახვდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის ჯარისკაცი გამხდარიყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

ნაღმზე აფეთქების შემდეგ მძიმე დაზიანებები მიიღო. სიკვდილს გადაურჩა და ტყვედ მაინც აიყვანეს.

საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ეუთოს ჩარევის შედეგად ჟემჩუგოვი ტყვეთა გაცვლის პროგრამით გაათავისუფლეს. კიევში ჩასულს პრეზიდენტი პოროშენკო და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, როგორც გმირს, ისე დახვდნენ.

ეროვნული გმირი ამბობს, რომ მტრის იარაღი დღეს რუსული პროპაგანდაა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება.

 

დღის ამბები