20 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში შეხვედრებს მართავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ახლო-აღმოსავლეთში ტურნე დაიწყო. ნატოს მინისტერიალის შემდეგ, მაიკ პომპეო საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა ირანის საკითხი იქნება. დონალდ ტრამპი თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების განახლებაზე ფიქრობს, რომელიც ვაშინგტონმა 2015 წელს გაფორმებულ ისტორიულ შეთანხმების შემდეგ გააუქმა. გადაწყვეტლება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 12 მაისს უნდა მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამ თემას მაიკ პომპეო იორდანიისა და ისრაელის ხელისუფლებების წარმომადგენლებთანაც განიხილავს. იორდანიასა და ისრაელში პომპეო საუდის არაბეთიდან მიემგზავრება.

დღის ამბები