19 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
საკადრო ცვლილებები პოლიციაში - მესტიის რაიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ყავს

საკადრო ცვლილებები პოლიციაში - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ წარუდგინა.

მესტიის რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. სამმართველოს უფროს მოადგილედ დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ასევე უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გაიზარდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალიც. ცვლილებების მიზეზად უწყება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას ასახელებს.

დღის ამბები