19 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
ძიუდოისტთა ნაკრების სრული ფიასკო ევროპის ჩემპიონატზე-ზვიად ზვიადაური პასუხისმგებლობას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს აკისრებს

ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ-ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განადგურებაში ადანაშაულებს. „ფეისბუქში“ გავრცელებულ წერილში ზვიადაური ეჭვქვეშ აყენებს ფედერაციის განცხადებას ფინანსური პრობლემების შესახებ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი, ისრაელში, მედლების გარეშე დაასრულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილს დაუპირისპირდა. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნაკრები მისი ხელმძღვანელობის ხელში ფიასკოს განიცდიდა.

„არ არის საღ მდგომარეობაში. თვალებში გვაყრიან ნაცარს. აყრიან იმ გულშემატკივარს და იმ სპორტსმენებს. კარგად არ არის ყველაფერი. პირადი ინტერესებია. სამწვრთნო შტატი ამოიღეთ. რომ გაუშვებ უზნაძეს, გაუშვებ ვაზაგაშვილს, გაუშვებ ხერგიანს და ვიღაცეებს მოიყვან სამწვრთნო შტატში ეს შედეგს მოგცემს. სად წავიდა ეს ხალხი, რატომ გაუშვეს ეს ხალხი? შედეგი არ იყო?,“-განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა.

ზვიად ზვიადაურს ეთანხმება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთა ხაბარელი. ის ამბობს, რომ გაერკვევა თუ რა იყო მიზეზი ნაკრების ასეთი ჩავარდნის თუმცა აღნიშნა, რომ ის იზიარებს ზვიადაურის მოსაზრებებს.

„ნამდვილად მაინტერესებს რა მოხდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ტიტულებითაც და ყველანაირი  მონაცემებით. მე მინდა რომ ჩამოვიდნენ ისინი, მოუსმინოთ, შეხედოთ რაშია საქმე, რა მოხდა. ფაქტი სახეზეა რომ რაღაცაშია საქმე, იმიტომ რომ ასეთი გამოსვლა გუნდის ცოტა არ იყოს გაუგებარია. ალბათ ზვიადაურმა რაღაც რაღაც თემები იცის ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

​ 

დღის ამბები