19 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
სოციალური ქსელი telegram დროებით დაიბლოკა 

telegram-ის ადმინისტრაცია მომხმარებელს ბოდიშს უხდის. მიზეზი სოციალური ქსელის ბლოკირება გახდა. უკვე რამდენიმე საათია telegram-ის მომსახურება რუსეთში, ევროპის ქვეყნებში, ეგვიპტესა და ქუვეიტში მიუწვდომელია. სოციალური ქსელის შემქმნელის ინფორმაციით, მესენჯერის ბლოკირება ამსტერდამში ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ გამოიწვია.

პაველ დუროვის განცხადებით, მომსახურების გათიშვა არ უკავშირდება მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც telegram-ის ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ განჩინება სპეცსამსახურების სარჩელის საფუძველზე გამოიტანა. ფედერალური უსაფრთხოების ბიურო telegram-ის შემქმნელებისგან ალგორითმის შიფრის გასაღებს ითხოვს იმ მიზნით, რომ მომხმარებლების მიმოწერა წაიკითხოს. რასაც telegram-ის შემქმნელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პაველ დუროვი აცხადებს, რომ მესენჯერის მუშაობა რამდენიმე საათში აღდგება.

დღის ამბები