25 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ფასადი - ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ნადგურდება 

ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები ნადგურდება.

ისტორიულ შენობაში, რომელშიც წლების განმავლობაში სახელმწიფო უშიშროება იყო განთავსებული და რომელმაც თითქმის საუკუნეს გაუძლო, ჩამონგრეულია კედლები, არ არსებობს იატაკი და კიბე. შენობას არც სახურავი აქვს. უამინდობის დროს დარბაზშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ.

სავალალო მდგომარეობაა ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის შენობაშიც. ჩამოშლილია ფასადი, დღითიდღე ინგრევა სახურავი და კედლები. ავარიული მდგომარეობაა ტელევიზიის ყოფილ შენობაშიც. ადგილობრივები ყვებიან რომ ძეგლებზე არსებულმა რთულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამვლელების სიცოცხლე ც კი საფრთხე შეუქმნას.

ისტორიული ნაგებობების გადასარჩენად ხელისუფლებას დახმარებისთვის ფოთელებმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე, სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები