25 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
სომხეთში მიმდინარე პროცესები - პირველ მაისს ქვეყნის პარლამენტში ახალი პრემიერის არჩევაა დაგეგმილი 

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სახელმწიფოს მეთაურობისთვის ემზადება. სომხეთის მოსახლეობა ქუჩაში ერთი, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით გავიდა. ოპოზიციამ სახალხო გამოსვლების მეშვეობით იძულებული გახადა პრემიერ-მინისტრი პოსტიდან გადამდგარიყო.

პრემიერის გადადგომის შემდეგ, სომხეთის თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში მოსახლეობა ისევ იკრიბება. პირველ მაისს ქვეყნის პარლამენტში ახალ პრემიერს აირჩევენ. 

სახელისუფლო პარტიამ გუშინ საღამოს უარი თქვა საკუთარი კანდიდატის წამოყენებაზე. ამით პაშინიანის შანსი თითქოს გაიზარდა. აქამდე, ოპოზიცია შიშობდა, რომ უმრავლესობა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს, კარაპეტიანს დაასახელებდა. კარენ კარაპეტიანი სერჟ სარქისიანის გადადგომის შემდეგ სომხეთს მეთაურობს.

არც მოქმედი ხელისუფლებისგან და არც ნიკოლ პაშინიანისგან, თუ პრემიერი მაინც გახდა, საგარეო ვექტორების ცვლილებას თითქმის არავინ ითხოვს. მიტინგებზე მოსული ახალგაზრდობაც კი.

ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის მოთხოვნა საგარეო კურსის შეცვლას არ ეხება. მათი მთავარი სურვილია წავიდეს მმართველი გუნდი, რომელსაც დღეს "გაზპრომის" ყოფილი იერარქი მეთაურობს.

პირველ მაისს ხელისუფლებამ საკუთარი კანდიდატი თუ არ წამოაყენა, პაშინიანს გამარჯვება გარანტირებული მაინც არ აქვს. უმრავლესობამ შეიძლება უბრალოდ ჩააგდოს განხილვა, რადგან მხოლოდ ოპოზიციის ხმები სახალხო მოძრაობის ლიდერს არ ჰყოფნის. კონსტიტუცია ითხოვს ხელმეორე კენჭისყრას და თუ ისიც უშედეგოდ დასრულდა, მაისშივე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

დღის ამბები