19 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
12 წლის სიმსივნის მქონე საბა ჩახაია -  "პოსტ სკრიპტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ, მოზარდს ორი სოლიდური თანხა ჩაერიცხა

პოსტ სკრიპტუმში, ორი კვირის წინ გასულ სიუჟეტში, სიმსივნის მქონე 12 წლის საბა ჩახაიას შესახებ იყო საუბარი. მოზარდს თვალის სიმსივნე დაუდგინეს და ერთი თვალი ამოკვეთეს. ბავშვი თურქეთში წაიყვანეს, მაგრამ თანხის უქონლობის გამო პაციენტი კლინიკიდან გამოუშვეს.

ოჯახი თანხების ჩარიცხვას ელოდებოდა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ საბას ორი სოლიდური თანხა ჩაერიცხა - ჯანდაცვის სამინისტრომ ლიმიტის მაქსიმუმი, 24 ათასი გადარიცხა; "სოლიდარობის ფონდმა" კი 100 ათასი დოლარი.

დღეს, საბა თურქეთში მკურნალობას განაგრძობს.

დღის ამბები