19 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
"ბასიანიდან" გასული გოგონას გარდაცვალების საქმე - კლუბის მფლობელი პასუხისმგებლობას არ იღებს

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, სავარუდოდ, ნარკოტიკული საშუალების „მეფედრონის“ მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა შაბათს, გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებსა და ვერსიებზე უწყება არ საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იმავე ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვლილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, ორივე ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ადასტურებს.

„გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება, რითი არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები და ჰქონდათ თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალებს ვერ მოგახსენებთ“-აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ გოგონა კლუბ „ბასიანში“ იმყოფებოდა, საიდანაც ის  სახლში წავიდა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ გარდაცვალებამდე მან ნარკოტიკი, რომელსაც ე.წ. მარილითაც მოიხსენიებენ, კლუბში ყოფნისას მიიღო. თუმცა გოგონას თანმხლები პირები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე კლუბსი ყოფნისას ახალგაზრდას ინტოქსიკაციის ნიშნები არ ჰქონდა.

თავად კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენელი, აცხადებს, რომ კლუბში ცუდად არავინ გამხდარა და არც სასწრაფო გამოუძახებიათ.

რაც შეეხება თავად მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, კლუბის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა არსებულ ნარკოპოლიტიკაშია და პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას ეკისრება.

„ბასიანზე გარდაცვალების ფაქტი არ მომხდარა ჩვენ არც სასწრაფო გამოგვიძახებია ამ ვიკენდზე. არსებითი მნიშვნელობა არც აქვს სად მოხდა კლუბში, აეროპორტში თუ მატარებლის სადგურზე ფაქტია, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, ნარკოპოლიტიკის ცვლილება დაგვიანებულია, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ასეთ დღეში არიან,“ –ამბობს კლუბ „ბასიანის“ მფლობელი, ზვიად გელბახიანი.

დღის ამბები