20 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
ქართველი ძიუდოისტების კრახი ევროპის ჩემპიონატზე-ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა

უპრეცედენტო ჩავარდნისა და უმედლოდ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა. გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბიც. ინფორმაციას ადასტურებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. დავით ქევხიშვილი ამბობს, რომ სამწვრთნელო შტაბმა ისრაელში განცდილი მარცხის გამო ეს პასუხისმგებლობა აიღო.

„მიზეზები არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა ხელის გაწმენდა მწვრთნელზე არ შეიძლება იმიტომ, რომ მან მაქსიმალურად მოინდომა. მაგრამ ბუნევრივია დღეს, რომ შედეგები არ არის და გულშემატკივარს, რომ შედეგი უნდა მწვრთნელის პასუხისმგებლობის თემაა,“-განაცხადა დავით ქევხიშვილმა

ქართველი ძიუდოისტები  ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე პირველად დაბრუნდნენ. 

დღის ამბები