19 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები" იშლება-ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ შალელაშვილმა "ოცნებაში" გადასვლა გადაწყვიტა

ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები" იშლება. დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე ერთ-ერთი პირველი ალაპარაკდა, ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადადის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, შოთა შალელაშვილი აცხადებს, რომ მისი ადგილი მხოლოდ ოცნებაშია.

შოთა შალელაშვილის გადაწყვეტილების შესახებ „კურიერისგან“ გაიგო ფრაქციის თავმჯდომარემ. სიმონ ნოზაძეს შემცვლელის მოსაძებნად ცოტა დრო რჩება, თუ სათადარიგო მოთამაშეს ვერ იპოვის, ფრაქციაც დაეშლება და საბიუჯეტო დაფინანსებასაც დაკარგავს.

სად წავა უფრაქციო დეპუტატი ჯერ უცნობია, იქნება ეს ფრაქცია "ქართული ოცნება," თუ სულაც ახალი ფრაქცია, სადაც ასეთ შემთხვევაში მას 5 თანამოაზრის შემოკრება მოუწევს. იქნებიან თუ არა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებზე განაწყენებული დეპუტატები ჯერ უცნობია, მათი ნაწილი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ამ დროისთვის სულ 8 ფრაქცია მუშაობს. ბოლო ცვლილება „ქართულ ოცნებაში“ გასული წლის ბოლოს მოხდა, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა ორი ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა" შექმნეს. 

დღის ამბები