24 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
ორი დღე პრეზიდენტის გამოსვლამდე - პარლამენტი მძიმე პოლიტიკური დებატებისთვის ემზადება

ორი დღე პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ბოლო გამოსვლამდე პრეზიდენტის რანგში- ოთხშაბათს საკანონმდებლო ორგანო მძიმე პოლიტიკური დებატების ეპიცენტრი იქნება. პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილის მიმართვის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. „კურიერის“ ინფორმაციით მარგველაშვილი  ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მედიაზე ზეწოლასა და გამოუძიებელ გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრებს. ის რომ პრეზიდენტი მწვავე იქნება იცის „ქართულმა ოცნებამაც“ და ყოფილ თანაგუნდელთან დებატებს ითხოვს. ოპოზიციის შეფასებით მმართველი პარტია პრეზიდენტის ჩასაქოლად და საჯარო სასამართლოს მოსაწყობად ემზადება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები