23 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
ქართველი ძიუდოისტების კრახი-გუნდი მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის გარეშე დარჩა

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები და რეიტინგლიდერები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ. ისრაელის ქალაქ თელავივში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დაბრუნდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. სწორედ ისრაელში განცდილი წარუმატებლობა გახდა ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა. გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბიც.

ჯერ უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ნაკრებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კორეასა და იაპონიაში დაგეგმილ სანაკრებო შეკრებაზე გუნდს გურამ მოდებაძე წაიყვანს, მსოფლიო ჩემპიონატამდე კი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელიც დასახელდება.

საქართველოს ძიუდოისტების წარუმატებლობაზე პირველი რეაქცია ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ჰქონდა. რომელმაც ჩავარდნაში ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა. ზვიადაურმა "კურიერთან" საუბარშიც დაადასტურა რომ მიზეზები ფედერაციის არასწორ გადაწყვეტილებებშია.

ნაკრების ასპარეზობას უარყოფითად აფასებს კულტურისა და სპორტის მინისტრი. მიხეილ გიორგაძე საკითხის შესწავლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები