19 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
სოფელ საქობოში პატიმარ დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში პატიმარ დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა უკანონოდ არის დაკავებული.

მათი თქმით, სამართალდამცავები ჭრელაშვილს იმ დანაშაულს ედავებიან, რომელიც მას არ ჩაუდენია.

თავად ჭრელაშვილმა კი, რომელსაც ბრალად ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედება, შიმშილობა დაიწყო.

გამოძიების მტკიცებით, ჭრელაშვილი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე დაკავებული ევროპაში მცხოვრები კანონიერი ქურდების დავალებით კონკრეტულ პირებს თანხას სძალავდნენ.

დღის ამბები