18 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
პარლამენტის გაძლიერების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ვკონცენტრირდეთ საპარლამენტო საქმიანობაზე - რომან კაკულია

რომან კაკულია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის. პარტიის მმართველი ორგანოს ახალ შემადგენლობაში, მის გარდამ კიდევ 6 წევრი ვერ მოხვდა. მათ შორის არიან: ზვიად გოგაძე, ირაკლი სესიაშვილი, სოფო კილაძე, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და აკაკი ზოიძე.

როგორც რომან კაკულია ამბობს, პოლიტსაბჭოს დღევანდელი შემადგენლობა ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ქართული ოცნების წინაშე.

"პირველი, რა თქმა უნდა, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მთავრობასთან და ახლებური გააზრება, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა. სწორედ მინისტრების გამოჩენა პოლიტსაბჭოში, ჩემი აზრით, ამას ემსახურება და მე ვემხრობი ამას და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრი კომიტეტის თავმჯდომარე იყო წარმოდგენილი პოლიტსაბჭოში და ჩვენ სწორედ პარლამენტის გაძლიერების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია, ვკონცენტრირდეთ საპარლამენტო საქმიანობაზე,“ -განაცხადა რომან კაკულიამ.

პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, და კახა კალაძე.

მმართველი გუნდის სხდომა, სადაც პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დასახელდა, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები