19 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
ომბუდსმენის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კრიტიკას ჯანდაცვის მინისტრი არ იზიარებს

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მუშაობას აკრიტიკებს.

ნინო ლომჯარიას 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ სააგენტო არაეფექტიანად მუშაობს და ხშირ შემთხვევაში კონკრეტული საქმის მოკვლევას წლები სჭირდება.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ შესაძლოა, კომისიის წევრები კოლეგებს ხელს აფარებდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენტურობაში ეჭვი შეაქვს ჯანდაცვის მინისტრს. დავით სერგეენკო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები საკითხში კარგად ვერ ერკვევიან.

რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელობა კი კატეგორიულად გამორიცხავს ექიმებზე ხელის დაფარების ფაქტებს.

სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთი რეკომენდაციაა, რომელიც რეგულირების სააგენტოს მუშაობის გამოსწორებას ეხება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მისი შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს.

დღის ამბები