18 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, სამსახური მქონდა და დღეს ბურბუშელას ვყიდი, სამ ცალს ლარში - გურიაში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

„მე, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, სამსახური მქონდა და დღეს ბურბუშელას ვყიდი, სამ ცალს ლარში,“ - ასე აფასებს გურიაში მცხოვრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

გურულები სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ხეების გადატანაზე ფიქრობს და მოსახლეობას ვერაფერს უშველის.

მოსახლეობის ნაწილი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გურულების თქმით, ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს მხარი დაუჭირეს, თუმცა, დაპირებები შეუსრულებელი დარჩა.

„რაც დაჰპირდა ხალხს, ვერაფერი ვერ შეასრულა. რომ შეესრულებია ერთი 5%, ხომ შეიძლებოდა,“ - აცხადებს ოზურგეთში მცხოვრები.

მოსახლეობა ოპოზიციის გაერთიანებას მიესალმება. 

დღის ამბები