25 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
ან რამე უკეთესის დასაწყისია, ან დასასრულისკენ მივდივართ - აჭარაში პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას აფასებენ

„ან რამე უკეთესის დასაწყისია, ან დასასრულისკენ მივდივართ“, „რომ იყო, რა გააკეთა და რომ მოვიდა, რას გააკეთებს“ - ასე აფასებენ აჭარაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

აჭარელები არჩევანთან საუბრისას განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლით არაფერი შეიცვლება და მან, ასევე, აქამდე მიცემული დაპირებები არ შეასრულა.

მოსახლეობის ნაწილი კი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს და აცხადებენ, რომ მან ამ დრომდე გაცემული დაპირებები უნდა შეასრულოს.

ბათუმში ხეების გადატანის გამო ივანიშვილს აკრიტიკებენ და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

აჭარაში ოპოზიციის გაერთიანებას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი უნდა წარადგინოს.

ბათუმში პენსიონერები პენსიის მომატების დაპირებას ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს.

დღის ამბები