19 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
"გადმოხტა იმისთვის, რომ გამანეიტრალოს" - შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დაბრუნება მის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას უკავშირდება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, მხარი დაუჭირონ, სანაცვლოდ კი პირობას დებს, რომ ის ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა, ასევე გაფორმდეს მემორანდუმი, სადაც ჩაიწერება, რომ პარტიების სიაში არასდროს მოხვდება მილიარდერი.

ის ამბობს, რომ "კრემლის მიერ დასმულმა ივანიშვილმა დაიჭირა ხელში წიაღისეულის რუკა და დაიწყო ოქროს მოპოვება".

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მან მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ დაინტერესებულიყვნენ ბიძინა ივანიშვილის შემოსავლებით, რომელიც მას არალეგალურად აქვს. ის აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ის იყო ერთადერთი, ვინც ამ მოთხოვნით მიმართა ამერიკას.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მის  საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას უკავშირდება.

„იმისთვის, რომ გამანეიტრალოს, გადმოხტა უკვე ოფიციალურად. ან თვითონ იყრის კენჭს ან მაქსიმალურ რესურსს ჩართავს იმისთვის, რომ არ მოხდეს ჩემი მოსვლა სახელმწიფო  ხელმძღვანელის პოსტზე, რადგან იცის, რომ ეს მისი დასასრულია,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები