19 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს ახლა იმ თავის კაბინეტიდან, დაჯდეს, დაიცვას კანონი - მამუკა მდინარაძე

საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე მიმდინარეობს მსჯელობა რა ფორმატში გაგრძელდება პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა.

უმცირესობა მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ რეგლამენტი შეიცვალოს და პრეზიდენტის მოთხოვნა დააკმაყოფილონ, თუმცა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი.

როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის არ აპირებს პრეზიდენტის „ხუშტურების" შესრულებას. მან პრეზიდენტს მოუწოდა, ჩამოვიდეს იმ კაბინეტიდან, სადაც ახლა იმყოფება და პროცედურების სრული დაცვით მოხდეს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა.

„ოპოზიცია გვთავაზობს დამატებით, რომ რადგან გამონაკლისი დავუშვით მცირედი და ბოლოში ჰქონდა პასუხის საშუალება თან მის სასარგებლოდ, ახლა გადავდოთ კანონი, რეგლამენტი გვერდით და დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ვილაპარაკოთ რაზეც უნდა და მის ხუშტურებზე ვიაროთ, ეს ყველაფერი იმიტომ რომ იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა რომ მის ხუშტურებზე იაროს პარლამენტმაც, საზოგადოებამაც და ვერ გამოვიდა ამ მოჯადოებული წრიდან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე პრეზიდენტს სხდომაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. 

„კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს ახლა იმ თავის კაბინეტიდან, რომელიც  ამ პარლამენტში გააჩნია, ისმენს ვიცი ზუსტად ჩვენ ამ გამოსვლებს, დაჯდეს დაიცვას კანონი, ამის ვალდებულება, პირდაპირი, აქვს პირველ რიგში, პატივი სცეს საზოგადოებას, ინსტიტუტს, მარგამ ეს არ გამოუვიდა ამ წლების განმავლობაში და ჩვენ მის ხუშტურებზე ნუ ვივლით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები