19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
ძარცვა ზუგდიდის ცენტრში - ნიღბიანი პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა

ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა გაძარცვა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც თვითმხილველების თქმით, დანით იყო შეირაღებული მოვაჭრეებს დაემუქრა და ერთ რიგზე დახლებზე განთავსებული ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასეულობა გაიტაცა.

თვითმხილველთა განცხადებით დაჭრილია საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი. მას ჭრილობა მუცლის არეშე აქვს მიყენებული. 

როგორც დაზარალებულები ამბობენ, ოქროს ბირჟის დატოვების შემდეგ მას მოვაჭრეები გამოედევნენ, მამაკაცმა ნაქურდალი ნივთებით პოლიციის ეკიპაჟს ჩაუარა, რა დროსაც პოლიციას მისი დაკავება მოსთხოვეს, თუმცა ეკიპაჟი მამაკაცს დაედევნა თუმცა მან მიმალვა შეძლო.

ადგილზე კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობენ. გარე ასევე ხდება გარე პერიმეტრზე განთავსებული კამერებიდან ჩანაწერების ამოღება.

პოლიციელის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომელი დევნის დროს შეჯახების შედეგად დაშავდა. 

უწყების ცნობით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.

დღის ამბები