20 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
"პრეზიდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა" - გიორგი კახიანი

"პრეზიდენტი პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. მიზეზი ჩემთვის გაუგებარია,“- ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გიორგი მარგველაშვილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება. მან ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დებატების ფორმატის შესახებ მარგველაშვილისთვის ცნობილი იყო.

„დებატების ჩატარების პროცედურა არის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტით. ყველამ იცოდა იმის თაობაზე, თუ როგორ წესით მიმდინარეობდა დებატები, პრეზიდენტმა იცოდა, როგორ მიმდინარეობდა პარლამენტში დებატები,“- აღნიშნა კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. სხდომის დატოვებას წინ უძღოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

ამავე თემაზე
დღის ამბები