18 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
"პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა“- პრეზიდენტმა პარლამენტი დატოვა

"პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა“- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

მარგველაშვილის თქმით, მას არ სურდა დარბაზში უბრალოდ ჯდომა და ითხოვდა პასუხი გაეცა თითოეული დეპუტატის შეკითხვისთვის. 

„მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული.

ჩემი სურვილი პრომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო განპირობებული ჩემი პატივისცემით მათდამი და მინდა ბოლომდე პასუხი გავცე მათ კითხვებს.

შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტის დებატებს. ის რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში ეს არცერთი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული.
პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ მძიმე და ძნელი აღმოჩნდა“- განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები