20 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
"ბატონი მარგველაშვილის მოხსენება იყო „პრუწ“ ანგარიში" - ნიკა მელია

„ეს არ არის დარბაზი, ეს არის საგიჟეთი,“- ეს განცხადება, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

ნიკა მელიას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა მწვავე კითხვებზე პასუხს თავი აარიდა. მისი განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მოხსენება იყო „პრუწ“ ანგარიში.

„ბატონმა მარგველაშვილმა მშვენივრად იცოდა რეგლამენტი როგორ წარიმართებოდა. უმწვავეს კითხვაზე პასუხი როდესაც არ ჰქონდა, ჯერ სხდომათა დარბაზი დატოვა, შემდეგ ეს ხარახოზუმი ატეხა. არანორმალური ვითარებაა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები