18 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
„რაც დღეს ხდება, ეს არის მარაზმი" - ირმა ინაშვილი

„რაც დღეს ხდება, ეს არის მარაზმი და ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, რომ პარლამენტი არის უზურპირებული ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ,“  - ეს განცხადება, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას გააკეთა.

ირმა ინაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „კეთილი ნება“ სჭირდებოდა და ამასთანავე, ოპოზიციასთან  და უმრავლესობასთან შეთანხმება.

„არაფერი განსაკუთრებული დღეს პრეზიდენტს არ უთხოვია და არც მოუთხოვია, და არ ვფიქრობ, რომ რაღაც ტრაგედიაა იმაში, რომ თუ დებატების ფორმატისას, პრეზიდენტი მოითხოვს დისკუსიაში ჩართვას,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლების უზურპაცია მიმდინარეობს. ინაშვილის განცხადებით, საერთოდ, დღეს არსებული რეგლამენტი შესაცვლელია. 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განცხადებით, მისი ფრაქცია სხდომათა დარბაზს არ ტოვებს და მიზეზი არის ის, რომ ტრიბუნა, სიტყვით გამოსვლისთვის გამოიყენონ.

დღის ამბები