20 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელწოდების შეცვლა - ცხარე კამათი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე

ვარდების რევოლუციის მოედანს სახელი ეცვლება. მოედანს შესაძლოა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანის სახელწოდება მიენიჭოს. 

ინიციატივის განხილვას, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, ხმაური მოჰყვა. სხდომაზე მსჯელობა კამათის ფონზე მიმდინარეობდა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრების შეფასებით, საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივა, სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულებაა. 

საკითხზე მსჯელობის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„რესპუბლიკის მოედანი, ეს თქვენ უნდა იცოდეთ და სირცხვილია, რომ არ იცით, დაერქვა 1981 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, იქ საერთოდ მოედანიც არ იყო. იქ მოედანიც კი არ იყო, იქ იყო ჩვეულებრივი დაღმართი. და გამომდინარე, იქიდან, რომ ჩამოდიოდა უშიშროების  მაშინდელი ყოფილი მინისტრი, მაღალჩინოსანი ანდროპოვი, აბსოლუტურად ხელოვნურად გააკეთეს ის მოედანი და სწორედაც, საბჭოთა რესპუბლიკის საპატივცემულო დაერქვა იქ რესპუბლიკის მოედანი და არა 1918-1921 წლის პირველი რესპუბლიკის საპატივცემულოდ,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.  

დღის ამბები