20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
უპრეცედენტო დღე პარლამენტის ისტორიაში - მარგველაშვილმა პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენება პოლიტიკური დემარშით დაასრულა

პრეზიდენტის რანგში ბოლო ანგარიში გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ბოლომდე ვერ ჩააბარა. მან პოლიტიკური დებატების რეჟიმზე გადასვლა მოითხოვა, თუმცა დებატები მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან შედგა.

პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკურ სვლად შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის პროტესტი დეპუტატების ნაწილმა ულტიმატუმად აღიქვა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, არ დაეკმაყოფილებინა მარგველაშვილის მოთხოვნა, ნაწილი კი სპიკერს კომპრომისზე წასვლას ურჩევდა.

საბოლოოდ პარლამენტმა პრეზიდენტის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. გიორგი მარგველაშვილისთვის ეს ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა და მან პარლამენტის შენობა დატოვა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას სასესიო დარბაზში კიდევ ერთი დემარში საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მოჰყვა. სხდომათა დარბაზი დატოვა „ევროპულმა საქართველომაც“ .

პრეზიდენტმა პარლამენტში დებატების რეჟიმის დროზე ადრე ამოქმედება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მისი 23 წუთიანი გამოსვლა ოპოზიციამაც და მმართველმა პარტიამაც მწვავედ გააკრიტიკა. 

ოპოზიციის აზრით, ქვეყნის პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეტევის შეეშინდა და საპარლამენტო ტრიბუნიდან პრობლემებზე საუბარს მოერიდა.

"პატრიოტთა ალიანსი" პრეზიდენტზე მეტად მთავრობის წასვლამ გააღიზიანა. დღეს მინისტრები დარბაზში მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"ქართული ოცნებამ“ კი პრეზიდენტი არასწორი პოლიტიკური აქცენტების გამო გააკრიტიკა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები