26 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
"უპასუხისმგებლო და გაქცეული მთავარსარდალი" - მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობა დღეს კიდევ ერთხელ გამწვავდა

დემარშის და კორუფციაში ბრალდებების შემდეგ დღეს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ გამწვავდა. პარლამენტში ჩაშლილი პოლიტიკური დებატების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს ტელედებატებში იწვევს.

საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს.

„ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წევრების საუბრის ტონი და შინაარსი არ მოსწონს. მმართველი პარტია გიორგი მარგველაშვილს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

ჩაშლილი პოლიტიკური დებატების სატელევიზო ალტერნატივა გაუგებარია ოპოზიციისთვის. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ არც ხელისუფლება და არც ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობის ინტერესს არ გამოხატავენ.

„ქართული ოცნების“ წევრებმა პრეზიდენტს დღეს გაქცეული მთავარსარდალი უწოდეს, რომელიც საკუთარი ხუშტურის გამო, ქვეყნის ინტერესს ემიჯნება.

გიორგი მარგველაშვილის და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები, სავარაუდოდ, ისევ ტელეკამერების საშუალებით გაგრძელდება.

დღის ამბები