19 ნოემბერი 2019,   04:57
ვრცლად
მკვლელობა ხაშურში - დაკავებული კვლავ კლინიკაში რჩება

ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული კვლავ კლინიკაში რჩება. ის მკურნალობას ამ დრომდე პოლიციის თანამშრომელთა მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.

დაკავებულის ახლობლები განმარტებებს არ აკეთებენ. ისინი მედიის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე ისრაელის მოქალაქეა. სოფელ ალში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ყოფილი რძლის ოჯახში მისული ბესიკ ომიაძე გარდაიცვალა, დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირებმა კი ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიაყენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები