19 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
შსს-მ ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელის გახმაურებული მკვლელობა გახსნა

თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია. ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის საქმეზე პატიმრობა ერთ პირს შეეფარდა.

სამართალდამცველებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული მიმალვაში იმყოფება.

ბრალდებულმა 21 მარტს, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი მოკლა და სხეულზე დაზიანება მიაყენა ამავე ბინაში მყოფ ქალბატონს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები - მაკაროვის და ბერეტას სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, გ.ჩ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები" - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები