25 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
"პოლიცია უნდა ემსახუროს საქართველოს და არა ივანიშვილს" - "ენმ-ის მსვლელობა ბათუმში

"პოლიცია უნდა ემსახუროს საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს" - ამ ლოზუნგით ბათუმის იუსტიციის სახლიდან პოლიციის სამმართველოს შენობის მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში რთული კრიმინალური სიტუაციაა და სამართალდამცავებს პოლიტიკური მაღალჩინოსნები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. მათივე თქმით, ქართული პოლიცია ბიძინა ივანიშვილის მსახურადაა ქცეული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რამდენიმე ფაქტს ასახელებენ და მათ დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

„მთელმა ბათუმმა და აჭარამ კარგად დაინახა, რომ თუ გნებავთ წლევანდელი წელი, 5 თვის განმავლობაში რამდენად გაიზარდა კრიმინალი ქალაქსა და რეგიონში. ამას სჭირდება გაჩერება, ზედამხედველობა,“- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

მსვლელობას მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე შეუერთდნენ.

 

 

დღის ამბები