11 დეკემბერი 2019,   21:44
ვრცლად
"ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას" - მდინარაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს

„ბოდიში, მაგრამ სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით“- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებას.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ან უნდა დაადასტუროს ის ბრალდებები, რაც პრეზიდენტის მიმართ გააჟღერა, ან ბოდიში უნდა მოიხადონ.

მდინარაძე კი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას არავინ აპირებს და ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის წევრებს ურჩევს პოლიტიკურ განცხადებებს არგუმენტებით უპასუხონ.

"ნუ ჩავარდებიან პანიკაში. არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას. მათ, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ურჩევნიათ არგუმენტებით უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებებს, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული მათ შორის შეწყალებებთან დაკავშირებით,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები