16 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
30 დაშავებული - ღაზას სექტორში ვითარება დაიძაბა

ღაზას სექტორში ვითარება ისევ დაიძაბა. რეგიონში პალესტინელებსა და სამხედროებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

არეულობა პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყო.

ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვართან ე.წ. პალესტინელთა დაბრუნების მარშის მონაწილეებმა, ისევ საზღვრის გარღვევა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამხედროებმა არ მისცეს.

გავრცელებული ინფრომაციით, ისრაელის არმიამ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ შეტაკებების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები