20 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი გადადგომას არ აპირებს

ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ძიუდოისტების ბრალდებებსა და ულტიმატუმს, რომ ის გადადგეს, დავით ქევხიშვილი გამოეხმაურა. ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე აღმასკომის სხდომაზე იმსჯელეს.

„პრეცედენტი, რომ უსაფუძვლოდ სპორტსმენები, ამ შემთხვევაში რაღაც ჯგუფი ითხოვდეს ამას, თვითონ სახელმწიფოსთვის და ზოგადად, სისტემისთვის არ არის სწორი. ყველა საკითხში, რომელსაც ისინი ამბობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს. ჩემი მხრიდან მათთან მიმართებაში მხოლოდ გვერდში დგომა და პატივისცემა იყო გამოხატული,“- განაცხადა ქევხიშვილმა.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა გააკეთა. მისი თქმით, მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელთა საბჭო გაუშვეს.

„ნაკრები ვერ გამოვიდა კარგად ევროპის ჩემპიონატზე, ამას არ ველოდით. რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს, ეს საკითხი ყველამ ერთად უნდა გავითავისოთ, სიტუაცია არ უნდა გამოვიდეს კონტროლიდან, დიალოგი უნდა შედგეს,“- აღნიშნა ხაბარელმა.

ძიუდოისტები კი ამბობენ, რომ სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს, ისინი ვარჯიშსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას წყვეტენ.

დღის ამბები