25 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
ფაქტები ან ბოდიში - კორუფციაში დადანაშაულებული პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარისგან ბრალდების დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვს

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარისგან ფაქტებს ან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. კორუფციასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდებებზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ კორუფცია და სამართალდამცველი უწყების მიზანმიმართული ნგრევა იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ საქმის დეტალებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების შესახებ მტკიცებულებების წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც ჩანს, არ აპირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი პანიკაშია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ირონიით პასუხობს.

შეწყალების საქმეზე, რომელიც მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა, დამატებითი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიპოვა. On.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ შეწყალების კომისიას პატიმრების შესახებ ყველაზე მეტი განცხადებით ეკა ბესელიამ მიმართა. მიმართვების რეკორდულ რაოდენობას დეპუტატები მათი საკანონმდებლო საქმიანობით ხსნიან.

დღის ამბები