25 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
შშმ ბავშვების დასვენებისთვის გამოყოფილი ფულის მითვისება - თბილისის მერიის სამ თანამშრომელს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელებს გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. მერიის მაღალჩინოსანი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მერიის ჩინოვნიკებმა შშმ ბავშვების დასასვენებლად გამოყოფილი თანხების ხარჯვა არ გააკონტროლეს და კერძო კომპანიას ფულის მითვისება გაუადვილეს.

2017 წელს თბილისის მერიამ 600 ბავშვის ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის კომპანია „იელიუს“ 180 ათასი ლარი გადაურიცხა. დოკუმენტებით ამ კომპანიამ 600 შშმ ბავშვი მთისა და ზღვის კურორტებზე წაიყვანა, თუმცა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ მონაცემები გაყალბებულია და დასვენებების სერვისით ამ რაოდენობის მოზარდს არ უსარგებლია. მაქინაციების შედეგად კი კომპანიამ 34 ათასი ლარი მიითვისა.

შშმ ბავშვებისთვის მერიიდან გამოყოფილი თანხების მითვისების საქმეზე რეპორტაჟი „კურიერმა“ მარტში მოამზადა. მაშინ მერიის სოციალური მოსამხრების სამსახურის უფროსი თანხის გაფლანგვის ფაქტებს არ ადასტურებდა.

შშმ ბავშვებისათვის გამოყოფილი ფულის მითვისების საქმე დღეს ხმაურიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა თბილისის საკრებულოში. ოპოზიციას აინტერესებს, რატომ დანიშნეს მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი ამ თანამდებობაზე, რომელიც კორუფციული გარიგების ბრალდებით ადრეც ნასამართლევია.

შშმ ბავშვების დასვენებისთვის გამოყოფილი ფულიდან 35 ათასის მითვისებაზე გამოძიება გრძელდება ორი, 180-ე და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები