11 დეკემბერი 2019,   21:47
ვრცლად
მკვლელობა ხაშურში - ცნობილი ხდება სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლევან ბუზიაშვილი კლინიკიდან წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ბუზიაშვილის გარდა სისხლიანი დაპირისპირების არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის, მათ შორის, არც გარდაცვლილის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ომიაძის მანქანით გაიქცნენ.

საქმის მასალების მიხედვით, 45 წლის ბესო ომიაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ცოლის ყოფილი მაზლი მას შემდეგ მოკლა, რაც ბესო ომიაძე 2 მეგობართან ერთად ბუზიაშვილების სახლში მივიდა.

ბუზიაშვილები დღეს მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. გუშინ ბუზიაშვილები ამტკიცებდნენ, რომ ომიაძეს სასიკვდილო ჭრილობები ჩხუბის დროს მიაყენეს.

გარდაცვლილის ოჯახი ადასტურებს, რომ ბესო ომიაძე სოფელ ალში ყოფილი რძლის სახლში მართლაც ჩავიდა, თუმცა, ის შეირაღებული არ ყოფილა. ომიაძის ძმა ამბობს, რომ მისი ყოფილი ცოლის ქმართან დაძაბული ურთიერთობა წლების განმავლობაში ჰქონდათ. პირველი კონფლიქტი მათ შორის ჯერ კიდევ ისრაელში მოხდა, როდესაც ბუზიაშვილმა ომიაძე სცემა.

ბოლო კონფლიქტი ომიაძეებსა და ყოფილ რძალს შორის ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც დედასთან წასული მცირეწლოვანი ბავშვები ბუზიაშვილს შეხვდნენ. ამ ფაქტმა ომიაძეების გაღიზიანება გამოიწვია. ძმის მტკიცებით, ბესო ომიაძე ხაშურში ყოფილი რძლის სახლში მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ ახალ ქმართან ამ საკითხზე საუბარი სურდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ლევან ბუზიაშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი სასმართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს, ის ისრაელის მოქალაქეა და ქვეყანაში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები