20 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
15 წელი გისოსებს მიღმა - მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის ოჯახი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს აპროტესტებს

გახმაურებული მკვლელობა სამთავრობო კვარტალში კვლავ რეზონანსული ხდება. კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული, მიხეილ იაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, თუმცა იაშვილის ოჯახი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს აპროტესტებს.

49 წლის კახა ძნელაძე 2017 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობისთვის იაშვილს 15 წელი მიუსაჯეს. მსჯავრდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნაფიც მსაჯულებს საქმე სიღრმისეულად არც კი განუხილავთ და პროკურატურის დაკვეთა შეასრულეს.

მსჯავრდებულის მეუღლე გამოძიებას სთხოვს, დაადგინოს, რა კავშირი ჰქონდა კახა ძნელაძის მკვლელობასთან მის ყოფილ მეუღლეს. ჯული იაშვილი ამტკიცებს, რომ ვანდა იმნაძეს პროკურატურასთან ახლო კავშირები აქვს და სამართალდამცველებს საქმის განზრახ არაობიექტური გამოძიება აიძულა. მისი თქმით, რამდენიმე თვეა, მოკლულის ყოფილი ცოლი მკვლელობაში ბრალდებულის შვილებს ემუქრება. მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემა ვანდა იმნაძემ არ ისურვა.

განაჩენის გასაჩივრება ოჯახს მხოლოდ ერთჯერადად შეუძლია სააპელაციო სასამართლოში. თუ განაჩენი იგივე დარჩა, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები