19 ნოემბერი 2019,   04:09
ვრცლად
ერთპიროვნული მართვა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა - ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტს უპირისპირდებიან. ნაკრები დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს.

ჩემპიონები, რომლებმაც ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერცერთი მედალი ვერ მოიგეს, წარუმატებლობაში სწორედ პრეზიდენტს ადანაშაულებენ. მთავარი ბრალდებები ერთპიროვნული მართვა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა.

ძიუდოისტები აცხადებენ, რომ სანამ ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ნაკრები ვარჯიშს შეწყვეტს და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას არ მიიღებს.

სპორტსმენების ულტიმატუმს ფედერაციის პრეზიდენტმა უპასუხა. დავით ქევხიშვილი ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია და არ გადადგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები