20 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მოუწოდებს, უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე

ოკუპანტების გაფრთხილება ქართველ სასულიერო პირებს - ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებსა და მრევლს მოუწოდებს, უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე.

მურატ ჯიოევის განცხადებით, 5 და 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, მორწმუნეები ეკლესიის მონახულების მიზნით ე.წ. ადმინისტრაციული საზღვროს უკანონოდ გადაკვეთას აპირებენ.

ჯიოევის თქმით, მსვლელობა მეორე მსოფლიო ომის დღისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს ემთხვევა და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეფასდება.

მან საკუთარი პოზიციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აცნობა და რეაგირებისკენ მოუწოდა.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ე.წ. საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას და გამშვები პუნქტების დახურვას გეგმავს. ე.წ. საზღვარი 7 მაისის საღამოდან ჩაიკეტება და მხოლოდ 10 მაისს გაიხსნება.

დღის ამბები